tab_map

გაქირავება და არენდა

tab_map

ამინდი

ჩვენს შესახებ

ჩვენი ფირმა დაფუძნებულია 2000 წლიდან მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაციის მიერ, რომლის წევრთა რაოდენობა შეადგენს 22000-ს. მას დაფუძნებული აქვს სამედიცინო სოციალურ მეცნიერებათა აკადემია რომელშიც გაერთიანებულია 200-ზე მეტი მედიცინის იურისპრუდენციის, ეკონომიკის, სოციოლოგიისა და დემოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორები. ფირმის დაარსების მიზეზი გახდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსების მრავალრიცხოვანი თხოვნა და სურვილი გაცნობოდნენ საქართველოს თვითმყოფადობას, მის უძველეს კულტურას და მრავალსაუკუნოვან მდიდარ წარსულს, რელიგიას, ღირსშესანიშნაობებს და დაესვენათ მის მრავალფეროვან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტებზე. ტურისტულ ბიზნესში მოღვაწეობის 10 წლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი უმაღლეს დონეზე მივიღოთ საქართველოში ჩამოსული სტუმრები და გავაცნოთ მათ საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი. ჩვენი სტუმრების შეფასებები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს მთავარ გვერდზე.

     მოხარული ვიქნებით გავიზიაროთ თქვენს მიერ შემოთავაზებული ყველა წინადადება თანამშრომლობაზე როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სამლოცველო და ტურისტულ ბიზნესში მომუშავე ყველა ტუროპერატორთან. მზად ვართ თანამშრომლობაზე და საქმიან ურთიერთობაზე. ამავე დროს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ვთავაზობთ მოგზაურობას საქართველოში. წინასწარ გიხდით მადლობას გამოხმაურებისთვის.