tab_map

გაქირავება და არენდა

tab_map

ამინდი

საქართველოს შესახებ

გეოგრაფია-ადგილმდებარეობა. საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის საზღვარზე, კერძოთ კავკასიაში. დასავლეთით მას ესაზღვრება შავი ზღვა. ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, სამხრეთით სომხეთი და თურქეთი. ქვეყნის ტერიტორია 69 700 კვ/კმ-ს შეადგენს. საზღვრების სიგრძე 1771 კმ. ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია - სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე. უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა (5068 მ), უდაბლესი შავი ზღვა.

რელიგია და კულტურა. საქართველო არის უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც 3-ე საუკუნემდე გაბატონებული იყო კერპთთაყვანისმცემლობა. სხვადსხვა კერპებს შორის მიღებული იყო შატანი და ხამი, რომლებზეც ხალხი ლოცულობდა.

3-ე საუკუნიდან იწყება აქ ქრისტიანული იდეების გავრცელება. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ვინაიდან მან ვერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა, ეს მისია ქალწულ ნინოს დაავალა, რომელიც 4-ე საუკუნის დასაწყისში შემოვიდა საქართველოში მეფე მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის დროს. წმინდა ნინომ მრავალი  ქრისტიანული სასწაული უჩვენა მათ, რის შემდეგაც მათ მიიღეს ეს სარწმუნოება და 326 წელს გაქრისტიანდნენ, ხოლო 337 წელს ქრისტიანობა მიღებულ იქნა, როგორც სახელმწიფო რელიგია საქართველოში.
წმინდა ნინომ მეფე მირიანის მხრდაჭერით მცხეთასთან კლდეზე უზარმაზარი ხის ჯვარი აღმართა და მცხეთის შუაგულში დღევანდელი სვეტიცხოვლის ტაძრის ადგილას ხის ეკლესია ააგო, სადაც უამრავი გაქრისტიანებული ქართველი მიდიოდა და ლოცულობდა.

6-ე  საუკუნეში ასურეთიდან, შუამდინარეთიდან საქართველოში 13 ასურელი მამა მოვიდა 

ქრისტიანული განმანათლებლობის შემდგომი განმტკიცებისა და გავრცელებისათვის. მათ შორის იყვნენ: იოვანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, იოსებ ალავერდელი, შიო მღვიმელი და სხვანი. მათ

 

დააარსეს სხვადასხვა ეკლესია-მონასტრები და განაგრძეს ქრისტიანული მოღვაწეობა.
საქართველოში მრავალი სიწმინდეებია შემონახული. მათ შორის: უფლის კვართი, ღთისმშობლის პერანგი,  წმინდა ნინოს საფლავი ბოდბეში და წმინდანთა ნაწილები. თბილისის სიონის ტაძარში ინახება წმინდა ნინოს ხის ჯვარი, რომელიც დამზადებულია ვაზისა და წმინდა ნინოს თმებისგან, აქვე არის წმინდა თომას თავის ქალა და ა.შ.

მცხეთაში სამთავროს ეკლესიის ტერიტორიაზე არის მაყვლის ბუჩქი, რომელსაც განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები გააჩნია. მისი ამოძირკვა ვერ მოახერხა სისხლის მსმელმა აღა-მაჰმად-ხანმა, რომელმაც მთელი საქართველო აიკლო.

ქართველების ცნობიერებაში ოდითგან დედა და ქალი ყველაზე საყვარელი და სათაყვანებელი რამ არის. სწორედ ამიტომაა ქართულ ენაში არსებული ისეთი სიტყვების მრავალფეროვნება როგორიცაა: დედაენა, დედაქალაქი, დედასამშობლო, დედაბოძი, დედაეკლესია და ა.შ.
თბილისის ძველ უბანში დგას ქართველი ქალის ქანდაკება, რომელსაც „ქართლის დედას“ ვუწოდებთ ერთ ხელში ხმლით, მეორეში ღვინით სავსე თასით, რაც სიმბოლურად გამოხატავს ქართველთა სტუმართმოყვარეობას და ამავდროულად მტრისაგან ქვეყნის დასაცავად მზადყოფნას. როგორც აღვნიშნეთ ღვინით სავსე თასით ანუ ღვინის სასმსით და გაშლილი სუფრით სტუმრის დახვედრა თითოეული ქრთველის ხასიათშია.

საქართველო მსოფლიოში ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობის მტკიცე ადათ-წესებით. სტუმარი ჩვენთვის ღმერთისგან არის ბოძებული, იგი ხელშეუხებელია სტუმართ-მასპინძლობის წესების მიხედვით და მზად ვართ ყველაფერი ვაკეთოთ მისი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

ერთხელ როდესაც მასპინძელმა ერთ-ერთ სტუმარში თავისი შვილის მკვლელი შეიცნო, მან მტკიცედ დაიცვა სტუმართ-მასპინძლობის წესი, მას ხელი არ ახლო და არანაირი ზიანი არ მიაყენა.თბილისი არის სტუმართმოყვარეობის, სიყვარულის და მეგობრობის ქალაქი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. 40-ჯერ იქნა იგი დანგრეული და განადგურებული მტრის მიერ და 40-ჯერ იქნა აღდგენილი ფერფლისა და ნანგრევებისგან. დღეს თბილისი მრავალეროვანი ქალაქია, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანების გვერდით ცხოვრობენ მუსლიმანები, სომეხი გრიგორიანელები, კათოლიკები, იუდეველები და ა.შ. თითოეულ რელიგიურ უმცირესობას თავისი სამლოცველო გააჩნია.

ისტორია. პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოიხსენიება, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კოლხეთის სამეფოა. პირველად იგი მოხსენიებულია ბერძენი ავტორების პინდარისა და ესქილეს მიერ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 და 500 წლებს შორის საქართველოს სანაპიროზე გაჩნდა ბერძნული სავაჭრო ახალშენები და კოლონიები - ფაზისი (ამჟამინდელი ფოთი), ფიჭვნარი (ქობულეთი), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (სოხუმი). სწირედ კოლხეთში მოვიდნენ არგონავტები იასონის ხელმძღვანელობით ოქროს საწმისის წასაღებად. ამ თქმულებაში ნახსენები გეოგრაფიული ადგილების უმრავლესობა სრულიად რეალურია და საკმაოდ დეტალურად და ზუსტად არის აღწერილი. არგონავტების მოგზაურობის მიზანი იყო კოლხეთი – თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორია, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ბერძნული კოლონიები ჩამოყალიბდა. ბერძნები კოლხეთს “ოქროთი მდიდარს” უწოდებდნენ. ძველი საბერძნეთის გეოგრაფი სტრაბონი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე I-ლი და ჩვენი წელთაღრიცხით I-ლი საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა, წერდა: (არგონავტების) მოგზაურობის ნამდვილ მიზეზს წარმოადგენდა კოლხეთის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლითა და რკინით”.
საქართველოს ისტორია არის ისტორია პატარა სახელმწიფოსი სადაც ცხოვრობდა და ცხოვრობს თავისუფლებისმოყვარე, მებრძოლი სულისკვეთების მამაცი ხალხი. ისტორიის ფურცლებმა შემოგვინახა სამშობლოსადმი გმირული თავგანწირვის და უსაღვრო თავდადების უამრავი მაგალითი. ქართველი მხედართმთავრები ახერხებდნენ თავისი მცირერიცხოვანი არმიით საქართველოში მომხვდური ვერაგი მტრის მრავალრიცხოვანი ურდოების განადგურებას და მათ უკან გაბრუნებას. სწორედ სამშობლოსა და ქრისტიანობის ასეთმა უსაზღვრო სიყვარულმა გადაარჩინა ჩვენი ხალხი და დღემდე მოიყვანა.

საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც დიდგორის ბრძოლა სადაც მეფე დავით აღმაშენებელმა 1121 წელს თავისი 40 ათასიანი ქართველთა ჯარით ოსმალების 400 ათასიანი ურდოები ისე გაანადგურა რომ მათი სარდალი მძიმედ დაჭრილი და თავლაფდასხმული ძლივს გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. ეს ბრძოლა დარჩა როგორც დაუვიწყარი მოგონება ქართველთა უებრო გმირობისა და მარადიული

 უკვდავებისა.

1226 წელს ხვარაზმელებმა პირსისხლიანი ჯალალ ად-დინის მეთაურობით არნახული სისხლისღვრა მოაწყვეს. ჩვილ ბავშვებს ქვაფენილზე ანარცხებდნენ და წუხილით შეშლილ დედებს ზედ აკლავდნენ. მტკვარი სისხლით შეიღება გვამებით გაივსო. მტერმა სიონის ტაძრიდან გამოატანინა წმინდა ხატები, დააწყობინა მეტეხის ხიდზე და უბრძანა ქართველებს მათი შებილწვა. რათქმა უნდა ქართველებმა ეს ბრძანება არ შეასრულეს და ამ დროს უცხო ველურთა მახვილს 100 000 ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად აღიარა. მათ სახელებს და ხსოვნას ქართული ეკლესია ყოველ წელს მოიხსენიებს.

ექსკურსიის მსვლელობის დროს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მოინახულოთ ყველა ეს ადგილი, რომელიც თავისი წარსულის უტყვი მოწმეა.

მეფე თამარის მეფობისას საქართველო იყო ერთ-ერთი უძლიერესი და უმდიდრესი ქრისტიანული სახელმწიფო იმდროინდელ მუსულმანურ სახელმწიფოებს შორის. იგი ყოველთვის წინ მიუძღვოდა თავის ლაშქარს და მტერთან ბრძოლაში საოცარი ტრიუმფით გამარჯვებული ბრუნდებოდა უკან. XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აზიისა და ევროპის საზღვართან კვლავ მსოფლიო ძალისხმევით გუგუნებდნენ ქართული ზარები.

1386-1403 წლებში იწყება ახალი შემოსევები შუააზიელი კოჭლი მიზანტროპის თემურ ლენგის მეთაურობით, რომელიც თავზეხელაღებულობით აღჭურვილი მიუძღოდა დამპყრობლის სისხლიან ეტლს. მოდიოდა ყოვლისდამანგრეველი და ყოვლისწამლეკავი კოჭლ რკინა-კაცი, რომელმაც მრავალი გამანადგურებელი ბრძოლები აწარმოა საქართველოში, დაანგრია და დაარბია ეკლესია-მონასტრები. იგი ბავშვებსაც არ ინდობდა და საშინელი სიმკაცრით უსწორდებოდა. ერთ-ერთი შემოსევის დროს მან პატარა ბავშვები დაალაგა ერთმანეთზე, ზემოდან მძიმე ხის მორები დააწყო და ზედ სუფრა გაშალა. სასიკვდილოდ განწირული ბავშვები ყვიროდნენ, სისხლისგან იცლებოდნენ და სისხლისმსმელი თემურ ლენგი ქეიფსა და დროსტარებას აგრძელებდა.

17 წლიანი ბრძოლის შემდეგ თემურ ლენგმა დატოვა საქართველო ფიქრებით დამძიმებულმა. სწორედ 17 წელი ებრძოდა იგი საქართველოს თავისი უზარმაზარი ურდოებით. რომელ დიდ ქვეყანასთან დასჭირვებია ამდენი დროის და საომარ ძალთა მსხვერპლად გაღება. ამ ერთი მუჭა ხალხთა ხმალთაკვეთებას რომ შეალია?  მოვიდა აქ 50 წლის ვაჟკაცი და მიდის 67 წლის ბებერი... მიდიოდა და არც კი იცოდა, ბოლოსდაბოლოს, მან - ოქროს ურდოს, ხვარაზმის, ირანის, ინდოეთის, მესოპოტამიისა და თურქეთის დამპყრობელმა დაიპყრო თუ არა ეს ერთიციცქნა მარცვალი დედამიწისა - რომელსაც საქართველოს ეძახიან. მთავარი სანუგეშო მისთვის მაინც ის იყო, მიდიოდა დაზავებული და დამშვიდებული - საქართველოდან საფრთხე აღარ ელოდა. მას ახლა შეეძლო დაეწყო ახალი საოცნებო ლაშქრობა დიდი ჩინეთის დასაპყრობად.

აღსანიშნავია ასევე 300 არაგვისპირელის თავგანწირული ბრძოლა სამშობლოს გადასარჩენად, რომელიც გაიმართა 1795 წელს სპარსთა შემოსევისას აღა-მაჰმად-ხანის მეთაურობით. რომელიც კრწანისის ველზე თბილისის მისადგომებთან გაიმართა. როდესაც შეიქმნა მეფის ერეკლე II-ის ტახტის დაკარგვის საშიშროება საოცარი თავისუფლების მოყვარე 300 მთის მეომარი ჩამოვიდა თბილისში, რათა მეფე არაგვისპირას გადაემალათ ხოლო თვითონ კი მტრისთვის საკადრისი პასუხი გაეცათ. მართლაც მათ სამაგალითო ბრძოლა გაუმართეს მტერს და ამით კიდევ ერთი გმირული ფურცელი ჩაიწერა ჩვენს მატიანეში. მათი დევიზი იყო ან გამარჯვება ან სიკვდილი სახელოვანი.
თვით აღა-მაჰმად-ხანს ქართველი მეომრების შემყურეს შემდეგი სიტყვები აღმოხდა: სიყრმითგან მთელი ჩემი სიცოცხლე ომებში გამიტარებია და აქამდე არ მოვსწრებივარ, მტერთაგან ვინმეს ჩემთვის ასეთი ბრძოლა გაემართოს. მიუხედავად უდიდესი თავგანწირვისა ამ უთანასწორო 

ბრძოლაში ქართველი მეომრები გმირულად დაეცნენ. კვნესოდა კრწანისის ველი, მტერ-მოყვარის გვამთა ბორცვებით დახერგილი და დამძიმებული. 300 არაგველი, 300 წმინდა ღვთაებრივი გმირი, 300 დალეწილი უქარქაშო ხმალი. ასე აღესრულნენ ისინი, რამეთუ სამარადჟამოდ უკვდავნი დარჩენილიყვნენ.

სოფლის მეურნეობა. საქართველო სოფლის მეურნეობის კლასიკური ქვეყანაა. აქ განვითარებული წამყვანი დარგებია მესაქონლეობა და მევენახეობა. ვისაც სურს გაეცნოს ყურძნის დამუშავებისა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიას, უკეთეს ადგილს ვერ იპოვის დედამიწაზე. მევენახეობას საქართველოში ოდითგანვე მისდევდნენ. მსოფლიოში ცნობილი 2000 სხვადასხვა ყურძნის სახეობიდან საქართველოში 500 საეხობა მოყავთ.
საქართველოში იწარმოება 60-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღვინო. მათ შორის ახაშენი, ტიბაანი, ხვანჭკარა, მუკუზანი და ა.შ. რომლებსაც საერთაშორისო მსოფლიო ბაზრობებზე ოქროს და ვერცხლის მედლები მიენიჭათ.

ქართული სამზარეულო და სუფრის ტრადიციები. ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ქართული სამზარეულო არამარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა ქვეყნის გარეთაც. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ, დასავლეთში კი ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და მათი ძირითადი საკვები მჭადი ან ღომი იყო. დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული. 

აღმოსავლეთ საქართველოში კი ხორციან კერძებს დიდი ადგილი უკავიათ. მთელ საქართველოში გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი ქვეყნის ყველა კუთხეში არის ღვინო. თუმცა ხშირად მთიან რაიონებში არაყსა და ლუდსაც იყენებენ.

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია მისი ნებისმიერი კუთხისთვის. თამადა ეს არის სუფრის ცენტრალური ფიგურა. სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია მრავალხმიანი სიმღერის, ცეცხლოვანი ცეკვის და ხუმრობის გარეშე.თამადის მიერ შემოთავაზებული  სადღეგრძელოებიდან  განსაკუთრებული ყურადღებითა და პატივისცემით გამოირჩევა ქალის და სტუმრის მისამართით შემოთავაზებული. ასევე მშვიდობის, ვაჟკაცობის, მეგობრობის, სტუმართმოყვარეობის და წინაპრების ხსოვნის, ასევე უფლის სადიდებელი სადღერძელოები. ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ისმევა სადღეგრძელო რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია  II-ის სახელთან არის დაკავშირებული. ეს კი არის უდიდესი სიყვარული და  დაფასება ჩვენი პატრიარქის იმ დაუღალავი და ღვაწლმოსილი მოღვაწეობისა, რომელსაც იგი მრავალი წლის 

მანძილზე საქართველოში ეწევა.